პარლამენტი ფარულ მოსმენებზე მსჯელობს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:30

იურიდიულ საკითხთა და ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტი ფარულ მოსმენებზე მსჯელობს.პარლამენტის ორი კომიტეტის ადამიანთა უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაფართოებული სხდომა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

გაფართოებულ სხდომას ესწრებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატები ასევე სახალხო დამცველი და პარლამენტის თავჯდომარე.

კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო იმ არქივს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება.

დამსწრეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არქივი უნდა განადგურდეს დაუყოვნებლივ და სრულად, ხოლო მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ის მასალები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა საქმეში მტკიცებულებად,  ამ ეტაპზე არ უნდა განადგურდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44