სახალხო კრებამ ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:06

სახალხო კრების აღმასრულებელმა საბჭომ "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2013 წლის ოქტომბრის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

კანდიდატი სახალხო კრების ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა წარადგინა და არასაპარლამენტო ოპოზიციასა და საზოგადოებას ბურჯანაძის კანდიდატურის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ნონა გაფრინდაშვილის თქმით, საქართველოს, უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული პრეზიდენტი სჭირდება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში კონკურენტული და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53