ორი საჰაერო ბურთის ერთმანეთთან შეჯახებისას ბრაზილიელი ტურისტი დაიღუპა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:07

თურქეთის პროვინცია ნევშეხირში ტურისტებით სავსე ორი საჰაერო ბურთი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგად ბრაზილიელი ტურისტი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ესპანელს ფეხზე ოპერაცია ჩაუტარდა. 24-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს,  - ამის შესახებ გაზეთი Hurriyet ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით იუწყება. 

ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 6:00 საათზე მოხდა, როცა საჰაერო ბურთები ზღვის დონიდან დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ.

პროვინციის მერის განცხადებით, საჰაერო ბურთები საკმაოდ უსაფრთხოა და მსგავსი შემთხვევები პერიოდულად სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც ხდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54