დეკანოზ იაკობ მახნიაშვილმა აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ facebook-ის გვერდი გააუქმა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 16:01

მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურმა, დეკანოზ იაკობ მახნიაშვილმა 17 მაისის აქციის შემდეგ facebook - ის გვერდი გააუქმა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თბილისში დაგეგმილ აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, დეკანოზნამა facebook - ის საკუთარ გვერდზე დაწერა რომ "ქართულ ქრისტიანულ კულტურას ხაზი გადაესვა". ხოლო ჟურნალ "ლიბერლისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დეკანოზმა იაკობმა განაცხადა რომ მისთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, როცა იგი რელიგიურობით არის მოტივირებული.

"ლესელიძეზე სასულიერო პირები რომ ჩავდიოდით, იგივე ადამიანები, რომლებიც ლოცვით გარბოდნენ (ეს კადრებშიც ჩანს), უკან დაბრუნებულები იგინებოდნენ, სასულიერო პირის დანახვაზე კი, თავს იდრეკდნენ, კურთხევას ითხოვდნენ და გვეუბნებოდნენ, “ქრისტე აღდგა!”

ის ხალხი, ვინც დღეს ვიხილეთ, გაურკვეველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი რელიგიური ფუნდამენტლიზმით მოწამლული ადამიანები იყვნენ. ქრისტიანობა კი მხოლოდ რელიგია არ არის, ის რელიგიაზე მეტია, რადგან ქრისტიანობა მჟღავნდება ადამიანის სიყვარულში, როგორიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. ქრისტიანობის მიხედვით ადამიანის გადარჩენა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება. როცა იესო ქრისტე განკაცდა, მაშინ რომის იმპერია მსოფლიო ბატონი იყო. ცოდვები - მრუშობა, მამათმავლობა, გარყვნილება მთელი რომის საზოგადოებაში იყო მოდებული. მაცხოვარმა კი არ მოიძულა ეს საზოგადოება, პირიქით, სწორედ მათთვის განკაცდა. და სწორედ იმ ხალხმა, ვინც ადრე გარყვნილების გზას ადგა, სულ მალე ქრისტესთვის გასწირეს თავი. რა მოხდა? რა გარდატეხა მოხდა მათში? რამ შეცვალა ისინი? - მხოლოდ სიყვარულმა და თანადგომამ" - აღნიშნა დეკანოზმა იაკობმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44