საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბრაზილიელი ბიზნესმენები კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 14:59

საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბრაზილიელ ბიზნესმენთა ჯგუფი ჩამოვიდა. ბიზნეს დელეგაცია 15-მდე კომპანიის წამყვანი პირისაგან შედგება ისეთი მსხვილი სექტორებიდან, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, წარმოება, საკვები პროდუქტები, ავიაცია და სხვა.

დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორთან, გიორგი პერტაიასთან და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ირაკლი კოვზანაძესთან. შეხვედრაზე ბრაზილიელი ბიზნესმენები გაეცნოებიან საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, ბიზნეს-შესაძლებლობებსა და წარმოებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

ბრაზილიელ ბიზნესმენთა მიზანს ასევე წარმოადგენს ადგილობრივი ბაზრის შესწავლა და შესაბამისი კონტაქტების დამყარება შემდგომი თანამშრომლობის მიზნით.

ვიზიტის ფარგლებში ბიზნესდელეგაცია სხვა სამთავრობო უწყებებთან ერთად, ასევე შეხვდება კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44