“თბილისი მარიოტში” ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართება

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 14:22

“თბილისი მარიოტის” წვეულებათა დარბაზში IDFI ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პრეზენტაციას 21 მაისს, სამშაბათს, 11:00-14:00 საათზე გამართავს.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ეკონომიკის სამინისტროს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე მაუწყებლები და დარგის ექსპერტები.

საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი ელექტროკავშირგაბმულობის საერთაშორისო კავშირის (ITU) გადაწყვეტილებით 2015 წლის 17 ივლისამდე უნდა დასრულდეს და მოხდეს ანალოგური მაუწყებლობის გათიშვა. ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა დაუყოვნებლივ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. წარმოდგენილი სტრატეგია მოიცავს ყველა იმ საკვანძო საკითხს, რომელიც აუცილებელია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის: ტექნიკური პარამეტრები, მაუწყებლობის ლიცენზირება, სახელმწიფო სუბსიდირების პოლიტიკა, კონკურენციის რეგულირების პოლიტიკა, ბიზნესმოდელი, საინფორმაციო კამპანია და სხვ. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართება დისკუსია, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ შეაჯერონ ხედვა და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. „საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის პროექტი“ მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55