მირჩევნია ახალაია გამოუშვან ციხიდან - გედევან ფოფხაძე

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 13:56

არის დამოკიდებულება,  რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ დროში, რაც ჰქონდა,  ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ფოფხაძეს მიაჩნია რომ ბევრი პირის მიმართ, ვის მიმართაც სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობა არ იყო, სახელმწიფომ საკმარისი ინიციატივა ვერ გამოიჩინა.

"სპორტის სასახლეში პოლიტპატიმართა ყრილობაზე ვიყავი იმიტომ, რომ მომესმინა ამ ხალხისთვის. მიმაჩნია, რომ ეს ღონისძიება იყო საინტერესო. არის დამოკიდებულება, რომ "ქართულმა ოცნებამ" იმ დროში, რაც ჰქონდა, ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილება ვერ შეძლო. ამიტომაც გაწბილების მომენტი არის, თუმცა მიმაჩნია, რომ როგორც არ უნდა გვემოქმედა, ვიღაცას უკმაყოფილების გრძნობა მაინც ექნებოდა. ბევრი პირი არ არის პასუხისგებაში მისაცემი და მათ მიმართ სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა ის ინიციატივა რაც უნდა გამოეჩინა. მე მირჩევნია ახალაია გამოუშვან ციხიდან, თუ მის მიმართ არ არის მტკიცებულებები, ვიდრე შეყარონ ყველა ის ხალხი, რომლებიც ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე გვაღიზიანებდა", - აცხადებს ფოფხაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52