დავით დარახველიძემ შეზღუდული შესაძლებლობის დევნილებს ეტლები გადასცა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 13:50

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილები მოინახულა და საჩუქრად შესაბამისი ეტლები მიუტანა. აღნიშნული სამედიცინო ინვენტარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კომპანია „ჰიპი“-სგან მიიღო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანია „ჰიპი“-სთან თანამშრომლობის შედეგად დახმარების პირველი ნაწილი მიიღეს და დამატებით ინვენტარს კიდევ ელოდებიან. სამედიცინო აპარატურა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს გადაეცა, ხოლო დანარჩენი ინვენტარი კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილებმა მიიღეს.

ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პირი, რომელიც დავით დარახველძემ მოინახულა, ჯონი გერგედავაა. ის 1994 წელს აფხაზეთში ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარდა. როგორც მან აღნიშნა, მოძველებული ეტლი ჰქონდა და მოძრაობა უჭირდა. ახალი ეტლი კი მას გადაადგილებაში დაეხმარება.

დავით დარახველიძის თქმით, სამინისტრო გერმანელი დონორისგან მორიგ დახმარებას კიდევ ელის: „გერმანელი დონორის კლაუს ჰიპის მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ზუგდიდში შეზღუდული შესაძლებლობის 4 დევნილს შესაბამისი ეტლი გადავეცით, რომლითაც ისინი გადაადგილებას შესძლებენ. ამ პარტიაში იყო 8 ასეთი ეტლი შეზღუდული შესაძლებლობს პირებისთვის და სხვა ინვენტარი. ამჯერად, შეთანხმების საფუძველზე ტვირთის პირველი ნაწილი მივიღეთ და მეორე ნაწილს კიდევ ველოდებით.“

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44