დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 13:21

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, საქვეუწყებო სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, საქვეუწყებო სამსახურების უფროსებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სამომავლოდ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ზოგადი მიმართულებების შესახებ. მხარეებმა, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად მყარი ნარჩენების მართვის საკითხები და მომავალი 2-3 წლისათვის დაგეგმილი პრიორიტეტები განიხილეს. ასევე, განხილულ იქნა დაგეგმილი პროექტები წყალმომარაგების, სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურილს სფეროში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით არაერთ მსხვილი პროექტი განახორციელა წარმატებით. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ორგანიზაციის მხარდაჭერა რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54