იუსტიციის ვიცეპოლკოვნიკი გია ჯანაშია ეთიკის კოდექსის დარღვევისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 12:51

საქართველოს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი მოკვლევის შედეგად, სისტემის ორგანოდან დათხოვნილი იქნა სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს N17 განყოფილების უფროსის მოადგილე, იუსტიციის ვიცეპოლკოვნიკი გია ჯანაშია.

სამსახურეობრივი შემოწმებით გაირკვა, რომ გია ჯანაშიას მხრიდან, მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში მყოფ ჯარისკაცებზე ადგილი ჰქონდა სისტემატიურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე უხეშ და რიგ შემთხვევაში დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებს, რაც დასტურდება სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი რიგითების: გ.გიორგაძის, მ.კენჭაძის, ჯ.მიმინოშვილის, ჯ.ნემსაძის, ს.ომიაძის, რ.ძირკვაძის, ზ.ჭაღალაძის, ჯ.დევაძის და ლ.ხოზრევანიძის ახსნა-განმარტებითი ბარათებით.

აღნიშნული ქმედებებით გია ჯანაშიამ უგელებელყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის #183 ბრძანებით დამტკიცებული “პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსი“-ს მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურეობრივ უფებამოსილებათა განხორციელებისას მოსამსახურე უნდა იყოს მტკიცე და ტაქტიანი, რათა არ შეურაცხყოს ადამიანის ღირსება) გათვალისწინებული ნორმები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54