ალექსი პეტრიაშვილი ესპანეთში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 12:24

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ესპანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, თავდაცვის სახელმწიფო მდივანთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის საგარეო და უსაფრთხოების საქმეთა დეპარტამენტის დირექტორთან, ასევე, ევროკავშირის საკითხებზე კონგრესისა და სენატის შერეული კომიტეტისა და ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარეებთან და დეპუტატთა კონგრესის წევრებთან.

სახელმწიფო მინისტრი ესპანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სიტყვით გამოვა ელკანოს გლობალური პოლიტიკის კვლევის სამეფო ინსტიტუტში. შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ასევე, დაგეგმილია ინტერვიუ ესპანურ გამოცემასთან “El Mundo”.

ალექსი პეტრიაშვილი ესპანეთის შემდეგსამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში გაემგზავრება, სადაც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55