ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში თომას ჰამერბეგს შეხვდა

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 12:16

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ტომას ჰამერბერგს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების პროგრესი და საპარალამენტო დიპლომატიის სხვადასხვა მექაზნიზმი. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შესახ ებ შეთანხმების გაფორმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების პროგესს.

ბატონმა ჰამერბერგმა პოზიტიურად აღნიშნა პარლამენტის მზარდი როლი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მან ასევე დასძინა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე სპეციალური ანგარიში უახლოეს მომავალში მომზადდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ადგილობრივი კოორდინატორი ევა პასტრანა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54