ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი ნიდერლანდების საელჩოსთან აქციას გამართავს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 11:54

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი და ევრაზიის ინსტიტუტი ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება 17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და 20 მაისს, 12 საათზე,  საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსთან (შერატონ მეტეხი პალასის უკანა მხარეს, თელავის ქ.20)  საპროტესტო აქციას გაიმართავს. ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი მიმართავს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოში არ უნდა ხდებოდეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ლობირება ჰოლანდიის მთავრობის მიერ, აქციას შემოუერთდნენ.

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბის განცხადებით, ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ჰოლანდიაში ახსნა–განმარტებისთვის დაიბარა.

„საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და არცერთი ქვეყნის ხელისუფლებასარ აქვს მორალური და იურიდიული უფლება იმისა, რომ საქართველოში მიმდინარეპროცესებში აქტიური ჩარევა მოახდინოს, მითუმეტეს ისეთი საკითხის გარშემო როგორიც ჰომოსექსლუალიზმის პროპაგანდაა. საქართველოს და ქართულ საზოგადოებას ჰოლანდიელებისგან განსხვავებით აქვს სხვა ღირებულებათა და ფასეულობათა სისტემა. ამიტომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის ადათ–წესებს, ტრადიციებს და მრწამსს, რომელიც ვერასდროს ვერ იქნება კონფორმისტულად განწყობილი გარყვნილების პროპაგანდასთან. ჰოლანდიის მთავრობის მსგავსი განცხადება ნამდვილად არ ჯდება პლურალიზმის და ტოლერანტობის ჩარჩოებში, არამედ წააგავს იდეოლოგიური ოკუპაციის ძალადობრივი გზით განხორციელებას< - აცხადებენ ახალგაზრდა პოლიტოლოგები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54