ფარული მიყურადებისა და ჩაწერების შესახებ პარლამენტი სხდომას გამართავს

ორშაბათი, 20 მაისი, 2013 - 11:24

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერის, კინო და ფოტო გადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემების შესახებ დღეს, სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული გასვლითი სხდომა გაიმართება.

სხდომაზე განიხილება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ფარული მიყურადებისა და ჩანაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან და კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერის, კინო და ფოტო გადაღების საკანონმდებლო მოწესრიგებისა და კანონიერების დაცვის პრობლემები.

სხდომაზე მოწვეულნი არიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.

ღონისძიება ორგანიზებულია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44