სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკუთარი უსუსურობის დაფარვას რწმუნებულებზე გადაბრალებით ცდილობს

, 19 მაისი, 2013 - 22:52

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს და სამინისტროს უმოქმედობის წილ პასუხისმგებლობას საერთაშორო ორგანიზაციებსაც აკისრებს.

ლომოურის თქმით, საერთასორისო ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კონტროლი და მონიტორინგი, რომ ხორციელდებოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობაზე, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ასეთი ხარვეზებით არ წარიმართებოდა.

”დღემდე სოფლად ათასობით ადამიანი სასოფლო-სამეურნეო ბარათის მოლოდინშია და სამინისტრო საკუთარი უსუსურობის გადაფარვას რეგიონის რწმუნებულებზე გადაბრალების პოლიტიკით ცდილობს”, - აცხადებს ლომოური.

ლომოურის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა იქნეს შესაბამისი ზომები გატარებული ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოსა და სახალხო დამცველის მხრიდან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44