ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ, უნდა დაისაჯონ - თინა ხიდაშელი

, 19 მაისი, 2013 - 16:58

უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა 17 მაისს განვითარებული მოვლენები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა პოლიციის ქმედებებზე და განაცხადა, რომ პოლიცია ადეკვატურად მოიქცა. ხიდაშელმა იმ ადამიანებზეც გაამახვილა ყურადღება, ვინც აქციის დროს ძალადობდა და აღნიშნა, რომ ისინი შესაბამისად უნდა დაისაჯონ.

"ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურად და სწორად მოიქცა პოლიცია, იმიტომ, რომ ბევრი იმ ადამიანისგან განსხვავებით, ვინც დღეს აკრიტიკებს პოლიციის ქმედებებს, მე ზუსტად ვიცი, რა შედეგი მოჰყვება პოლიციის თითოეულ ქმედებას. იქ რომ რომელიმე პოლიციელს ხელი აეწია რომელიმე ორგანიზატორზე, იქ რომ გაზი გაეშვათ ან ეძალადათ ან დაპატიმრებები დაეწყოთ, გარწმუნებთ, რომ მე და თქვენ დღეს აქ არ ვიდგებოდით და ის ძალადობის ტალღა რამდენიმე დღიანი და გაცილებით მძიმე იქნებოდა", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საფრთხე მინიმალიზებულია და შედეგები არის იმაზე უკეთესი, ვიდრე შესაძლოა ყოფილიყო. "რეალობაში  უნდა მოიქცე არა ისე, როგორც გინდა, არამედ ისე, როგორც ყველაზე უფრო სწორია იმ მომენტში. საფრთხე მინიმალიზებულია.  ვფიქრობ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობენ, უნდა დაისაჯონ", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44