პოლიციამ დაპირისპირების და მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეძლო - არჩილ კბილაშვილი

, 19 მაისი, 2013 - 15:22

17 მაისს პოლიციამ მაქსიმალურად შეასრულა მისია და ის დავალებები, რაც მისთვის იყო მიცემული, - ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძირბაზე გააკეთა. მისი თქმით, პოლიციამ დაპირისპირების და მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილება შეძლო.

"მან შეძლო თითქმის შეუძლებელი, როდესაც უზრუნველყო მდგომარეობის განმუხტვა და თავიდან აიცილა ის შესაძლო მძიმე შედეგები, რაც დაპირისპირებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. რაც შეეხება გამოძიებებს, მიმდინარეობს ცალკეული გამოძიებები, ცალკეული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით და მისი შედეგების შესახებ მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი", - აღნიშნა კბილაშვილმა.

მთავარმა პროკურორმა პოლიციელებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და წინსვლა უსურვა.

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53