სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალი აიგება - ირაკლი ღარიბაშვილი

, 19 მაისი, 2013 - 14:49

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ პოლიციელთა ხსოვნის უკვდავსაყოფად მემორიალის აგებას ვგეგმავთ,  - ამის შესახებ შინაგან  საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შსს შენობის წინ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ დრომდე დაღუპულთა ზუსტი სია და მონაცემები არ არსებობდა. მისივე განცხადებით, სამინისტრომ არქივში დაღუპულთა მონაცემები დააზუსტა, ამის შემდეგ კი უკვე მემორიალის აგებაც იგეგმება.

"მინდა აღვნიშნო, რომ აქამდე, სამინისტროს სისტემაში არ მომხდარა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ თანამშრომელთა სრული სიის შედგენა. ჩვენ განვახორციელეთ არქივში მონაცემთა დაზუსტება და ვგეგმავთ ამ თანამშრომლების უკვდავსაყოფად მემორიალის აგებას"- აღნიშნა მინისტრმა.

მარიამ ჯავახიშვილი

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55