ასეთი შემართებით რომ გვეომა, როგორც გუშინ აქციაზე, აფხაზეთს არ დავკარგავდით

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 21:09

სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გუშინ განხორციელებული ძალადობის დასაგმობად უმცირესობების მიერ სამთავრობო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე, მწერალ კოტე ყუბანეიშვილის გამოჩენას ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ყუბანეიშვილის განცხადებით, ის, რაც გუშინ აქციაზე მოხდა, მართლმადიდებლურ კანონს არ ექვემდებარება. მისი თქმით, ეს არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბრალია და პრობლემა ხალხის "სიბნელეშია".

"ასეთი შემართებით რომ გვეომა, როგორც გუშინ აქციაზე, მაშინ აფხაზეთს არ დავკარგავდით", - განაცხადა ყუბანეიშვილმა.

სახელმწიფო კანცელარიასთან მიმდინარე ურთიერთსაწინააღმდეგო აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

საპატრულო პოლიციამ აქტივისტთა შორის კორდონი გააკეთა, რომლის გარღვევაც ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტის" წევრებმა არაერთხელ სცადეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არე მისცა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58