კოსტა-რიკის პრეზიდენტი ნარკობიზნესში ჩართული თვითმფრინავით სარგებლობდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 21:07

კოსტა-რიკის ზედა ეშელონებში სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ცნობილი გახდა,  რომ ქვეყნის პრეზიდენტი ლაურა ჩინჩილია  კოლუმბიის თვითმფრინავით გადაადგილდებოდა, რომელიც  ნარკობიზნესშია ეჭვმიტანილი.

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნული თვითმფრნავით ორჯერ ისარგებლა: პირველად, მარტში, როდესაც ვენესუელაში გაფრინდა უგო ჩავესის დაკრძალვაზე, მეორედ კი პერუში ვიზიტის დროს.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ თვითმფრინავის მფლობელი გაბრიელ მორალეს ფალონი გამოძიებიეს მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ის ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების გადატანაში. მან სწორედ  ეს თვითმფრინავი გამოიყენა არაერთხელ  კოკაინის გადატანაში.

პრეზიდენტი ბრალდებამ აღაშფოთა და განცხადა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ეკისრებათ მისი დაცვა, ვერ შეასრულეს თავიანთი მოვალეობები.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44