როცა მწვანე გაქვს ანთებული ეკლესიისაგან, მაშინ განსაკუთრებით სასტიკი ხდები - დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 19:55

დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, სად ვართ და რამდენად გვაკლია ინტელექტი და ცოდნა. ამის გარეშე კი ეკლესიური ცხოვრება ფანატიზმია, -  ამის შესახებ მახათას მთის მთაწმინდელი მამების სახელობის ეკლესიის ღვთისმსახურმა დეკანოზმა იაკობ მახნიაშვილმა „ლიბერლთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს ვნახეთ ძალადობა, არანაირი სიყვარული, არანაირი თანაგრძნობა, მხოლოდ ძალადობა. უახლოეს წარსულში ბევრი მიტინგი და გამოსვლა გვახსოვს. მაგრამ ის ზიზღი, რაც დღეს ვნახე, ადამიანების თვალებში არასდროს მინახავს. დღეს ჩემთვის ცხადი გახდა, თუ რა მასშტაბებს იძენს აგრესია, თუკი იგი რელიგიურობით არის მოტივირებული. ამიტომაც იყო, რომ ყველაზე სასტიკი ომები, რაც კი კაცობრიობას უნახავს, სწორედ რელიგიური ომებია. ძალადობის დროს ყველა ადამიანს შიში აქვს - ვაითუ, ღმერთმა მიწყინოს, ვაითუ, დავისაჯო, მაგრამ როცა იცი, რომ მწვანე გაქვს ანთებული ეკლესიისაგან, იერარქებისაგან და ფიქრობ, რომ თვით ღმერთისაგანაც კი, მაშინ, განსაკუთრებით სასტიკი ხდები“, -  აცხადებს დეკანოზი იაკობ მახნიაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44