მოძალადეს ორჯერ და სამჯერ მეტი ძალა უნდა დაახვედრო - გია ნოდია

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 19:31

გუშინდელი აქცია იყო გამოსვლა დემოკრატიიდან და ველურობაში დაბრუნება,  - ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ნოდია "ჯეონიუსთან" საუბრისას გუშინ ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებას.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ გუშინდელ აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა თავისი ფუნქციის შესრულება სცადეს, თუმცა ეს ვერ შეძლეს, რაც ნაწილობრივ პროფესიონალიზმის, ნაწილობრივ კი პოლიტიკური ნების ბრალია, ვინაიდან მსგავს სიტუაციაში მეტი რესურსის გამოყენება იყო საჭირო.

„ჯეონიუსის“ კითხვაზე, როგორ უნდა მოაგვაროს სახელმწიფომ უმცირესობათა გარშემო არსებული პრობლება, გია ნოდია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საკითხი არსებული კანონით უნდა დაარეგულიროს.

„აქციების შემთხვევაში, როდესაც დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ხდება, სახელმწიფომ ძალა უნდა გამოიყენოს მოძალადის წინააღმდეგ და მოძალადეს ორჯერ და სამჯერ მეტი ძალა უნდა დაახვედროს, რომ ვერ გაბედოს ძალადობის განხორციელება. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და დაიცვას ყველა ადამიანის უფლება. ვერ ვხედავ რა უნდა გადაწყდეს საკანონმდებლო დონეზე", - აცხადებს ნოდია.

                                                                                                         მირანდა ჭარხალაშვილი

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44