როგორც ჩანს, პატრიარქი ვერ აკონტროლებს სიტუაციას ეკლესიაში - ლაშა ბუღაძე

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 19:01

როგორც ჩანს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი  ვერ აკონტროლებს სიტუაციას ეკლესიაში, - ეს განცხადება ქართველმა მწერალმა და დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ პოლიტიკურ თოქ-შოუ "პოზიცია"-ში განაცხადა.

ლაშა ბუღაძემ  აღნიშნული განცხადება გუშინდელ ლგბტ-ს აქციაზე განვითარებულ მოვლენებს დაუკავშირა, სადაც, მისივე თქმით, აშკარა ძალადობის და დარღვევის ფაქტებს ჰქონდა ადგილი სამღვდელო-სასულიერო პირების მხრიდან.

ლაშა ბუღაძის განცხადებით, საპატრიარქოს 16 მაისის განცხადება იყო სრულიად არაადეკვატური, რადგან იგი, პირდაპირ თუ არა ირიბად, მაინც იყო წამქეზებელი ძალადობისკენ. ბუღაძემ ასევე აღნიშნა, რომ მღვდლების მხრიდან რომელთაც სასულიერო პირებს ვერ უწოდებს, ხორციელდებოდა ძალადობა აქციის მონააწილეებზე.

"ჩვენ ვნახეთ კადრები, როდესაც მღვდლები, სასულიერო პირები და სხვებიც მოუწოდებდნენ საზოგადოებას აგრესიისკენ. იქ ერთი მამაო ეცა და ანგრევდა ავტობუსს, ასევე იყო გინება მათი მხრიდან, სკამების მომარჯვება და ა.შ.", - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44