საქართველო სიძნელეებს გადალახავს - მიხეილ სააკაშვილი

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 18:21

ასეთი კონტაქტები ჩვენი ქვეყნის მომავლისთის ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ეს ოჯახი დღესაც არის ამერიკის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი. რა თქმა უნდა, ჰილარის მნიშვნელობაც ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის მომავალი პოლიტიკისათის. როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, პირველი შეხვედრა იყო ბილ კლინტონთან შვეიცარიაში, დამიჭირა მხარი და მას მერე სულ მეხმარებოდა მთელი ეს წლები. მისი გავლენა მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი არ არის, ძალიან დიდია მსოფლიო მასშტაბით და ის სულ ეხმარებოდა საქართველოს. მას ზუსტი წარმოდგენა აქვს, რა ხდება საქართველოში. ასეთი კონტაქტები მომავლისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო გადალახავს სიძნელეებს, წავა წინ და ხვალინდელ ლიდრებთან ჩვენ უნდა გვქოდეს აუცილებლად ძალიან მჭიდრო კონტაქტი იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ საბოლოოდ დაიმკვიდროს თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში", -  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55