მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა, განურჩევლად იმისა, სასულიერო პირები იქნებიან ისინი თუ სამოქალაქო

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 17:40

ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მოქალაქეების ფუნდამებტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების დაცვა და არათუ მოქალაქების, არამედ საკუთარი პოლიციელების უსაფრთხოებაც კი ვერ დაიცვა, -

ასე შეაფასა ჟურნალ "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა 17 აპრილს ორგანიზაცია იდენტობის მიერ დაგეგმილი აქციაზე მომხდარი დაპირისპირება "ჯეონიუსთან" საუბრისას.

ჩერგოლეიშვილის თქმით, 17 აპრილს ორგანიზაცია "იდენტობის" მიერ დაგეგმილი აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და აცხადებს რომ დღეს, სამთავრობო კანცელარიასთან შეკრების მიზანია მთავრობას მომხდარ არეულობაში დამნაშავეების კანონის მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდოს.

"სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა დაიცვას კანონი და აიძულოს მოქალაქეები პატივი სცეს კანონს. დღევანდელი აქციის მიზანია, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებს, სამართალდამცავ ორგანოებს მოვთხოვოთ მთელი სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან გუშინდელ ძალადობაზე, განურჩევლად იმისა, სასულიერო პირები იქნებიან ისინი თუ სამოქალაქო",  - აცახდებს ჩერგოლეიშვილი.

                                                                                                 მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44