სტიქიით დაზარალებული სოფლების მოსახლეობას სპეციალური პესტიციდი დაურიგდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 17:47

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სპილენძის შემცველი პესტიციდები გადასცა. აღნიშნული პესტიციდი სეტყვით დაზიანებული ვაზისა და ხეხილისათვის აუცილებელია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიით ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლების: ვეჯინის, კარდენახის, ბაკურციხის და კოლაგის მოსახლეობას სპილენძის შემცველი პესტიციდებით ნარგავების დამუშავება, ნაწილობრივ შეუმცირებს მიყენებულ ზიანს.

,,დაპირებისამებრ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გურჯაანის სოფლებს დავურიგეთ უმაღლესი ხარისხის სპილენძისშემცველი პესტიციდები. აღნიშნული პესტიციდი სეტყვით დაზიანებული ვაზისა და ხეხილისათვის აუცილებელია. ეს დაიცავს მცენარეებს, რათა არ მოხდეს დაზიანებულ ადგილებში პათოგენის სოკოს (ჭრაქის) შეჭრა და დაავადება, რაც საბოლოოდ გამოიწვევს მრავალწლოვანი ნარგავების სრულ განადგურებას“, – განაცვადა დავით გალეგაშვილმა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და თავდაცვის სამინისტრიების წარმომადგენლები, უცხოელ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების შემოტანა-დანერგვაზე, რაც მომავალში, მაქსიმალურად შეამცირებს სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას.

დღესვე, მინისტრის მოადგილე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულთათვის მიწის მესაკუთრეთა დამატებით სიების მიხედვით დაბეჭდილი სასოფლო–სამეურნეო ბარათების გადაცემის პროცესსაც დაესწრო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53