ეკლესიისა და სამღვდელო პირთა დადანაშაულება ცილისმწამებლურ ხასიათს ატარებს - გიორგი თევზაძე

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 17:37

უფლებადამცველმა გიორგი თევზაძის განცხადებით, იგი ემიჯნება ძალადობის ნებისმიერ ფორმას, თუმცა მიუღებლად მიაჩნია ქვეყანაში ნებისმიერი სახის უზნეობის საჯარო პროპაგანდა. „საქართველო ღვთიშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ეს ფაქტორი არავის არ უნდა ავიწყდებოდეს, საზოგადოების უმრავლესობისათვის თავისთავად მიუღებელია ისეთი სახის პროპაგანდა, რომელიც ეწინაღმდეგება ქართული ეროვნული ზნეობრივ ღირებულებებს, ეს იყო საზოგადოების პროტესტი რომელმაც დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენის მიმართ, რაც ასევე ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა", - აცხადებს გიორგი თევზაძე.

ამასთანავე უფლებადამცველმა შეაფასა ქართული პოლიციის ქმედება და აღნიშნა, რომ ქართული პოლიციამ თავის მოვალეობას ზედმიწევნით გაართვა თავი. მისივე თქმით, ზოგიერთი საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან, საქართველოს ეკლესიისა და სამღვდელო პირთა დადანაშაულება აბსურდულ ბრალდებით, ატარებს ცილისმწამებლურ ხასიათს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 3.06
  • 3.43
  • 0.04
  • 0.43
  • 1.54