ხვალ საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 17:32

ხვალ საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ღონისძიებების ჩატარებას გეგმავს. იგეგმება პოლიციის ახალი ფორმის, სამხრე ვიდეოკამერის, ავტომანქანების,  ახალი ჟეტონის, ავტომანქანების ვიდეორეგისტრატორის და ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია.

სიახლეების პრეზენტაცია შსს-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაგეგმილი. რაც შეეხება ტექნიკურ სამუშაოებს, იგი დილიდან მიმდინარეობს, ამ დროისთვის უკვე დამონტაჟებულია სცენა და წინასწარი სამუშაოები თითქმის დასრულებულია.

შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან ამჟამად მიმდინარეობს გენერალური რეპეტიცია.

ხვალინდელ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები დაესწრებიან.

6 მაისი პოლიციის დღედ საქართველოში 2010 წელს დაწესდა, თუმცა წელს, აღდგომის დღეებთან დაკავშირებით, 19 მაისს აღნიშნავენ.

ამ დღისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება 2010 წელსვე თბილისში გაიმართა. 2011-ში კი, პოლიციის დღე ბათუმში აღინიშნა, ხოლო 2012 წელს ამ დღის აღსანიშნავად საზეიმო აღლუმი გორში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44