რკინიგზის ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 15:44

საბიუჯეტო თანხების მითვისებაში ბრალდებულ რკინიგზის ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის პირებს, ასევე, შპს "ვაგონმშენებელი" კომპანიის ხელმძღვანელებს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 პირი გუშინ დააკავა.

ამავე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელის – ირაკლი ეზუგბაიას მიმართ, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, მიმალვაში იმყოფება.

 საგამოძიებო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ეზუგბაიაზე საერთაშორისო ძებნა მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მას აღმკვეთ ღონისძიებას დაუსწრებლად შეუფარდებს.

რკინიგზის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს და "ვაგონმშენებელი კომპანიის" მენეჯმენტს ბრალად 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვა ედებათ.

გამოძიების ინფორმაციით, ეს თანხა მათ 2008 წელს დადებული 5 ხელშეკრულების საშუალებით მიითვისეს, რომელშიც ვაგონების შეკეთების საფასური ხელოვნურად იყო გაზრდილი. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.24
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44