ხონის დევნილთა დასახლებისათვის წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 15:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსმა ნოდარ მიქიაშვილმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ქალაქ ხონში წყალმომარაგების სისტემაზე ჩატარებული სამუშაოოები დაათვალიერეს.

წყლის სისტემის რეაბილიტაცია ხონის დევნილთა დასახლებაში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საერთაშორისო ფონდის - „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა.

დასახლების საჭიროებები დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა. წყლის სისტემის რეაბილიტაციის შედეგად, 1200-ზე მეტ მოსახლეს წყალი მიეწოდება მუდმივად, 24 საათის განმავლობაში. დამონტაჟდა წყლის მრიცხველები, შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა, რის შედეგადაც მთელ ჩასახლებაში გაუმჯობესდა სანიტარულ–ჰიგიენური მდგომარეობა.

პროექტი საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის - „2009 - ნაწილი III” ("IDP-III") მხარდაჭერის ერთ-ერთი კომპონენტია. საქართველოს მასშტაბით, სულ 27 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლისთვისაც 4,5 მილიონი ევრო დაიხარჯა.

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად საქართველოს მასშტაბით მთლიანობაში 110 000 იძულებით გადაადგილებულ პირსა და მათ მასპინძელ ოჯახებს გაუუმჯობესდათ სოციალურ–ეკონომიკური პირობები და გაუმარტივდათ ინტეგრაცია ადგილებზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55