რჩევები სილამაზის შესანარჩუნებლად

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 15:46

ქალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, ამისათვის კი საჭიროა თავის მოვლა. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ადვილად გასაკეთებელია და სულაც არ არის დაკავშირებული დიდ თანხებთან.

თმის ძირების გასამაგრებლად ერთი თვის განმავლობაში დაბანამდე 2 საათით ადრე შეიზილეთ გახეხილი ხახვი, მეორე თვეს - ნიორი.

თუ თმები გცვივათ, მოხარშეთ დაფნის ფოთლები და ნაყენი თმის ძირებში შეიზილეთ.

მუცელზე ზედმეტი ცხიმი არ მოგეკიდებათ, თუკი ყოველი 2 სთ-ის განმავლობაში, ფეხზე მდგომი თუ დამჯდარი, 8-10 ჯერ ამოისუნთქავთ და შეისუნთქავთ მუცლით.

თუ გსურთ მეჭეჭი მოიცილოთ, ხშირად წაისვით ქონდარი.

სახის კანი ელასტიური ხდება და ნაოჭები ქრება თაფლის სხვადასხვა ნიღბებით:

- 1 ს/კ თაფლს ავურიოთ 1 სადესერტო კოვზი რძე;

ჩ/კ თაფლს დავუმატოთ 1 ჩ/კ კვერცხის ფხვნილი ან გული და 1 სუფ.კ შვრიის ღერღილი;

- 1 ჩ/კ თაფლს დავუმატოთ 1 ჩ/კ გლიცერინი და 1 კვერცხის გული;

- 1 ჩ. ჭიქა წყალს აურიეთ 1 სუფ. კ თაფლი და 20 წუთით წაისვით სახეზე.

- თმიანი ადგილები სახეზე, ყელზე, მკერდზე, ხელებსა და ფეხებზე უმჯობესია გაიუფერულოთ. ხშირი პროცედურების ჩატარებით თმა თხელდება, ცვივა და საბოლოოდ სრულიად შეუმჩნეველი ხდება. ამისთვის აიღეთ 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი და სახეხზე გახეხილი საპონი (ან საპარსი კრემი). გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიპუდრეთ.

- ფრჩხილების გასამაგრებლად საჭიროა ათწუთიანი მარილის აბაზანების გაკეთება, შემდეგ კი ფრჩხილებზე იოდი წაისვით.

- ხელებსა და ტანზე თეთრი ლაქების მოსაშორებლად კარგია უმწიფარი ლეღვის წვენი (რძე).

- ყელზე ხშირად ისვით კრემები, რადგან სახის კანთან შედარებით ამ ადგილზე საერთოდ არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები.

- თქვენი სახის კანი დიდხანს შეინარჩუნებს სინორჩეს, თუ სახეზე ხშირად დაიდებთ ყინულის ნაჭრებს ან თავსაფარში გამოკრულ თოვლს. გააკეთეთ ეს ყოველ დილას ან საღამოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45