გიგი უგულავამ საარბრიუკენის მერს უმასპინძლა

შაბათი, 18 მაისი, 2013 - 14:08

თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საარბრიუკენის დელეგაცია ქალაქის მერის, შარლოტე ბრიცის ხელმღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საარბრიუკენის საკრებულოს დეპუტატები, მერიის ეკონომიკური განვითარების, დასაქმების, საზღვარგარეთთან თანამშრომლობისა და სერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი, ასევე სახელმწიფო თეატრის დირექტორი. საარბრიუკენის დელეგაციის წარმომადგენლები თბილისის მერს გიგი უგულავასა და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე, კულტურული კავშირების განმტკიცებასა და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს. თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წარმომადგენლებმა მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი დაათვალიერეს და იქ დანერგილ სევრისებს გაეცნენ.

თბილისსა და საარბრიუკენს შორის დაძმობილების შესახებ, ხელშეკრულებას ხელი 1975 წლის 22 მარტს მოეწერა. მას შემდეგ ორ ქალაქს შორის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. თანამშრომლობის არეალი მოიცავს კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, ქალაქის დაგეგმარებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. ბოლო პერიოდში განხორციელდა არაერთი ერთობლივი პროექტი როგორც ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით. GIZ -ის მხარდაჭერით, თბილისისა და საარბრიუკენის მერების აქტიური მონაწილეობით, სხვადასხვა სფეროში ყოველწლიურად ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეკონომიკის მხარდაჭერის, მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესების და სხვა სფეროებში.

"საარბრიუკენის და თბილისის მეგობრობა ძალიან ბევრ წელიწადს ითვლის, 1975 წელს მოეწერა ჩვენ ქალაქებს შორის დამეგობრებას ხელი და ერთ ინტევიუში ვერ აღწერ და ვერ მოყვები რამდენი მიმართულებით განვითარდა ეს ურთიერთობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჩემის აზრით 90–იან წლებში სტუდენტებისთვის ხელის შეწყობა იყო. ძალიან ბევრმა სტუდენტმა მიიღო განათლება, მათ შორის მეც ვიყავი. სწორედ ამიტომ საარბრიუკენი ჩემთვის ორმაგად მშობლიური ქალაქია. დღეს მთავარია ჩვენ ეს ურთიერთობები შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45