საქართველოს პრეზიდენტმა ძალადობის აქტი დაგმო

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 21:11

ლგბტ-ს წარმომადგენელთა აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს განცხადება გააკეთა და ძალადობის აქტი დაგმო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წინა წლებში მთავრობამ დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.

 მისი თქმით, საქართველო სტაბილურ, მშვიდ, პროგრესულ და სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ძალადობის მსგავსი გამოვლინება კი ქვეყნის რეიტინგს მნიშვნელოვნად აზარალებს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს და აღარასდროს დაუბრუნდეს იმ ჭაობს, საიდანაც დიდი შრომისა ფასად ამოვიდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყველამ ერთად უნდა ვთქვათ უარი ძალადობასა და ქაოსის ინსპირაციაზე.

„უკიდურესად ვარ შეშფოთებული თბილისის ცენტრში მომხდარი ძალადობის აქტით. რა მოტივითაც არ უნდა იყოს განპირობებული ძალადობა, არ შეიძლება ის იყოს ქართული საზოგადოების სახე! არ ვეთანხმები იმას, რომ დღევანდელი ძალადობა იყო რიგითი პოლიციელების რაღაც სახის მოქმედების შედეგი და ეს მათ უნდა დაბრალდეთ. ლაპარაკია პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მთავრობა არ უნდა ემიჯნებოდეს იმას, რაც ხდება, მთავრობა იმიტომ ჰყავს ქვეყანას, რომ არ დაუშვას ძალადობა საზოგადოებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53