პოლიტოლოგთა კლუბი და ევრაზიის ინსტიტუტი მომხდარ დაპირისპირებას ნაციონალურ მოძრაობას და მათ დასავლელ ლობისტებს უკავშირებს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 20:51

ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი და ევრაზიის ინსტიტუტი 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს ნაციონალური მოძრაობის და მათი დასავლელი ლობისტების მიზანს უკავშირებს და სექსუალური უმცირესობების პროვოკატორთა ჯგუფის  დახმარებით და მათი გამოყენებით, ქვეყანაში პოლიტიკური არეულობების დათესვად აფასებს:

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ პროვოკაციას, მიმართულს ახალი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. კერძოდ, ეგრეთ წოდებული გეიაღლუმი რომ ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნებოდა, თავიდანვე ეჭვს არ იწვევდა. გამომდინარე აქედად, მოსალოდნელი იყო ხალხის დიდი მასის გამოსვლა ამ ეგრეთ წოდებული აღლუმის აღსაკვეთად. ასევე მოსალოდნელი იყო ისიც, რომ პოლიცია ვერ გაუმკლავდებოდა და ვერ შეაკავდებდა ხალხის მოზღვავებულ ნაკადს და ვერ უზრუნველჰყოფდა ე.წ. გეიაღლუმის სრულ უსაფრთხოებას.

შესაბამისად, თბილისში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. ეს ფაქტი ხელისუფლების მოწინააღმდეგე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამოიყენება იმის დამადასტურებელ არგუმენტად, რომ მთავრობა უძლურია ქვეყანაში უზრუნველჰყოს წესრიგი და უსაფრთხოება. ყურადღება არ ექცევა იმ ფაქტს, რომ საქმე გვაქვს არა რაიმე სახის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთხოვნებთან, არამედ უზნეობის პროპაგანდის მცდელობასთან. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები დემაგოგიურია და მიზნად ისახავს არა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვას, არამედ ახალი ხელისუფლების ვითომდა უუნარობის წარმოჩენას.

ნაციონალური მოძრაობის და მათი დასავლელი ლობისტების მიზანია სექსუალური უმცირესობების პროვოკატორთა ჯგუფის დახმარებით და მათი გამოყენებით, ქვეყანაში პოლიტიკური არეულობების დათესვა.

მაგრამ გამოვხატავთ ჩვენს რწმენას, რომ ნაციონალური მოძრაობის, მათი დასავლელი ლობისტების და „ლგბტ“ საზოგადოების ალიანსი მიზანს ვერ მიაღწევს. მეტიც, ქართული საზოგადოების დღევანდელი პროტესტი გადაიქცა არა მხოლოდ უზნეობის, არამედ მთლიანად დასავლეთის იდეოლოგიური ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთო–სახალხო გამოსვლად. ამას მოწმობს სახალხო დემონსტრაციაზე გაჟღერებული მოთხოვნები ნატოში არშესვლის თაობაზე და შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის „გულთბილი დახვედრა’’.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45