ის, რაც ხდება, ზნეობისა და უზნეობის ბრძოლაა, საქართველოს მომავალი კი ზნეობაშია

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 18:48

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და განცახდებას ავრცელებს: ის, რაც დღეს თბილისის ცენტრში, წმიდა ადგილზე, სადაც იუნკრების სისხლი დაიღვარა, სადაც 1989 წლის 9 აპრილს რუსულმა ტანკმა ქართული სული  ვერ გადათელა, სადაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, სადაც 2011 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, დიდი ქართული ცნობიერების შეკრების დარბევით პოლიტიკური სამარე გაითხარა არაქართული ცნობიერების „ნაციონალების“ ხელისუფლებამ, ანუ ადგილი, რომელიც ქართული სულის სიძლიერეს უკავშირდება - ბნელ ძალებს დღეს ადამიანთა მოდგმის წინააღმდეგ ბრძოლის ადგილად უნდათ აქციონ, უნდათ აქციონ ბიბლიის უარყოფის ადგილად. ცინიზმია, რომ ეს ხდება ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით.

ერის უფლება, ბიბლიური იდეალები, უმრავლესობის აზრი მათთვის არაფერს წარმოადგენს და ყველაფერი ავადმყოფური აზროვნება და ავადმყოფური აზროვნების დაცვა ყოფილა.

ეს არის „ნაცმოძრაობის“ სტილში დაგეგმილი პროვოკაცია საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. აქცია, რომლის ინიციატორები და მხარდამჭერები ებრძვიან საკუთარ ისტორიას, საკუთარ ხალხს, საკუთარ წინაპრებს, მაგრამ ერთგულებას უმტკიცებენ უცხოელ პატრონებს.

სასაცილოა, რომ თურმე, ვინც ადამიდან და ევადან მოყოლებულ ზნეობრივ პრინციპებს იცავს, ჩამორჩენილი ყოფილა, ხოლო ისინი, ვინც გარყვნილებას ქადაგებენ - პროგრესულები. ეს არ არის ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ იმის დემონსტრაცია კი არის, როგორ შეუძლია ფულმა წაშალოს ადამიანი.

ოდნავაც არ მეპარება ეჭვი, რომ თვით სექსუალური უმცირესობათა წარმომადგენლებსაც არ მოსწონთ ის, რაც ხდება. მაგრამ მსოფლიო მაფიის შავი ფული სხვანაირად ვერ ცოცხლდება საქართველოში. გარყვნილება ფინანსდება წარმოუდგენელი მოცულობით, მშიერი ადამიანი მაფიას არ აწუხებს.

დღეს ვისაც თვალი აქვს შეუძლია დაინახოს და ვისაც ყური აქვს შეუძლია მოისმინოს, თუ სად, რომელ პარტიაში, რა ზნეობის ადამიანები არიან.

ჩვენი პოზიცია არის მარტივი: როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ერის ბუნებიდან გამომდინარე. ჩვენი ბუნების წყარო - ბიბლიაა. და ყოველი ქართველისათვის, საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის ერის ბუნება უფრო ძლიერია, სუფთაა, ზნეობრივია, ვიდრე მსოფლიო მაფიის ფულით დაფინანსებული გარყვნილება.

ის, რაც ხდება, ზნეობისა და უზნეობის ბრძოლაა. საქართველოს მომავალი - ზნეობაშია.

ეს დღეებია, უცხოეთში მცხოვრებ ქართველობას და საქართველოს ვხვდები. ყველა შეწუხებულია და ადამიანურად განიცდის იმას, რაც ამ ფაქტთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებულად განიცდიან ისინი, ვინც ევროპაში არიან, კიდევ უფრო მეტად, ისინი, ვინც ბებერ ევროპაშია. ყველას შეფასება ერთია: ევროპა არ არის ისეთი, როგორსაც ნაციონალები აჩვენებდნენ საქართველოს და ქართველ ხალხს, ვერაფერში პირველები ვერ გავხდით, რაც ქვეყნისთვის სასიკეთო იქნებოდა, მაგრამ კარგად მითხრეს ევროპის მცოდნე ქართველებმა: ევროპიდან და დასავლეთიდან გარყვნილების, უზნეობის, საქართველოში გადმოტანის თვალსაზრისით, რასაც თვით ევროპაც ებრძვის, „ნაციონალებს“ მართლაც ბადალი არ ჰყავთ.

დღეს კარგად სჩანს, რა არის გასაკეთებელი: ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა ეს არაქართული განწყობა უნდა დავსამაროთ, საქართველოში გარედან მართვადი პოლიტიკოსები დავასრულოთ. მოვიყვანოთ ხელისუფლება, რომელიც ქვეყანის მართვას ერის ბუნებიდან გამომდინარე განახორციელებს” – წერია თემურ შაშიაშვილის განცახდებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45