საზოგადოებრივი ინიციატივა აქციის დამრბევი პირების დასჯას ითხოვს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 20:20

არასამთავრობოთა კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა ეხმაურება დღეს, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინცინდენტს და იმ პირების დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ, ვინც დაარბია დღევანდელი აქცია. ასევე, თანამდებობა დატოვონ იმ პირებმა, ვინც ვერ უზრუნველყო ადამიანის უფლებების დაცვა.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, სადაც ვგმობდით ძალადობას და მოვუწოდებდით ძალოვან უწყებებს პრევენცია მოეხდინათ აღნიშნული საკითხის მიმართ!

სამწუხაროდ, ჩვენი განცხადებები არ იქნა გათვალისწინებული შსს მინისტრის მიერ. შესაბამისად, მივიღეთ ძალადობის დემონსტრირების უაღრესად აღმაშფოთებელი ფაქტი, დარღვეული იქნა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა.

ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არ უნდა ხდებოდეს ძალადობის წახალისება!

დღეს დემოკრატიის პრინციპები საქართველოში დაირღვა. „, - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53