სასტუმროს თანამშრომელი 11 წლის ბიჭს თავს დაესხა

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 20:00

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს თანამშრომელი 11 წლის ბიჭს თავს დაესხა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, სასტუმრო "ლაგუნას" 20 წლის თანამშრომელმა, რომელიც ნიდერლანდების მოქალაქეა,  ნიკიტა ონიშენკოს პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი მოპარა.

ბიჭმა ქურდი ამოიცნო და საკუთარი ნივთების დაბრუნება მოითხოვა, რომლის შემდეგაც სასტუმროს თანამშრომელმა მას მკლავის, ზურგისა და მკერდის არეში 20 ჭრილობა მიაყენა.

მოზარდი მოგვიანებით სასტუმროს თანამშრომლებმა იპოვეს. ბავშვი ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ექიმების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ უკვე დააკავა დამნაშავე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.44
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55