ვინც დღეს ასე "ვაჟკაცურად იბრძოდა" - სად იყვნენ, როცა რუსების და სააკაშვილის ძალადობა ქვეყანაში ბოგინობდა?

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 19:24

ეს, რაც მოხდა არის პროვოკაცია... მიმართული გარეთ დისკრედიტაციაზე, შიგნით დემორალიზაციისაკენ.... - ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და აქციის მონაწილეებს კითხვითაც მიმართავს.

"პროვოკაციას ვეძახი და პროვოკატორებს იმათ, ვინც არაფრიდან საქმე გახადეს და მერე დიდი მონდომებით ერთ პატარა ჯგუფს დაერივნენ ყოველთვის სუსტის და დაუცველის მხარეს ვიქნები,  ყოველთვის უსამართლობის და ტყუილის წინააღმდეგ და ბოლო კითხვა მაქვს იმათთვის, ვინც დღეს ასე "ვაჟკაცურად იბრძოდა" - სად იყვნენ, როცა ხან რუსების და ხან სააკაშვილის ძალადობა ამ ქვეყანაში ბოგინობდა? და მართლა ასე გაგვიგია საქართველოში სასულიერო პირების ვალდებულებები საზოგადოების და მასში მყოფი ადმიანების მიმართ? და ამაში "სულიერი" რა იყო ან სინდისიერი. ეს უფრო ზნეობის დიდ დარღვევად მიმაჩნია, ვიდრე ის, რასაც ეგ სხვა ორიენტაციის ადამიანები თავის თავს უკეთებდნენ", -   აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45