ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე ჰომოფობიის გამოვლინების დღე გახდა - უჩა ნანუაშვილი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 18:49

სექსუალური უმცირესობების დღეს გამართულ აქციაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე გახდა ჰომოფობიის გამოვლინების დღე.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ შსს რამდენიმე დღით ადრე ინფორმირებული იყო ერთი და იგივე ადგილზე პარალელური აქციის გამართვისა და ასევე იმ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, რომელსაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ლგბტ-სა და მათი მხარდამჭერი ორგანიზაციების წამომადგენლებს არ მიეცათ საშუალება ესარგებლად კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული შეკრების თავისუფლებით.

„მიუხედავად იმისა რომ აქციის დაწყებისთანავე ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, გაკეთებული იყო კორდონი, პოლიციამ ვერ შეძლო მისი შენარჩუნება“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაშავებულია 17 პირი, 12 გადაყვანილია საავადმყოფოში, მათ შორის, საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი. დაშავებულთა შორის არის რადიო ფორტუნას ჟურნალისტი.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად მცდელობისა, ვერ უზრუნველყო სათანადო ღონისძიებების გატარება, რაც უზრუნველყოფდა ლგბტ-სა და მათი მარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების აქციის ჩატარებას.

გავრცელებული კადრებიდან აშკარა, რომ პარალელური აქცის მონაწილეები, მათ შორის, სასულიერო პირები იყვნენ აგრესიულად განწყობილები, მისდევდნენ აქციის მონაწილეებს, მათი მიზანი იყო არა მარტო პროტესტი, არამედ აქციის მონაწილეთა ფიზიკური ანგარისწორება.

ადგილი ჰქონდა სიძულვილის გამოვლინებას ასევე აშკარად აგრესიით გამოირჩეოდნენ ადგილზე ჩემს მიმართ და რომ არა სამართალდამცავების სათანადო ძალისხმევა ჩემს უსაფრთხოებასაც შესაძლოა შექმნოდა საფრთხე“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველის თქმით, აქციის წარმომადგენლები დაშლას არ აპირებენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენათ და ასევე დაყენოს აქციის ორგანიზატორების და იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45