დღევანდელი აქციის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდება, უმცირესობათა შესახებ კანონი მიიღოს

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 18:34

პროპაგანდის ლეგიტიმაციის ნაცვლად მათ მიიღეს საზოგადოების მკაცრი რეაქცია და ამის შემდეგ, ვფიქრობ, უმცირესობები მსგავსი მოთხოვნით აქციის გამართვას ვეღარ გაბედავენ, - ამის შესახებ "ჯეონიუსს" „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ აქციის მიმდინარეობისას განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, სამოქალაქო სექტორისა და მართლმადიდებლურო ეკლესიის ასეთი აქტიურობისა და მკაცრი რეაქციის შემდეგ, იძულებული გახდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა შექმნას, რომლის მიხედვითაც სექსუალურ უმცირესობათა პროპაგანდირება კანონით აიკრძალება.

ლორთქიფანიძის თქმით, უმცირესობათა დღევანდელი აქციის 17 მაისის ლგბტ-თა დღედ გამოცხადება იყო, რაც არ შედგა.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემა აუცილებლად საკანონმდებლო დონეზე, მრგვალი მაგიდის ირგვლივ მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53