რუსთაველზე გამოჩნდა სრული მზაობა საზოგადოების ნაწილისა ძალადობისკენ - გიორგი გაბაშვილი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 16:30

სექსუალურ უმცირესობათა აქციაზე დაპირისპირებას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გირგი გაბაშვილი გამოეხმაურა. გაბაშვილის თქმით, ის, რაც დღეს ხდება თბილისში, არის სამარცხვინო და ეს არის შედეგი იმისა, რომ ფუნდამენტალისტები და ძალადობაზე ორიენტირებული ადამიანები პოლიტპატიმრების სტატუსებით გამოუშვეს და დააჯილდოვეს.

გიორგი გაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ პოლიტიკური ძალები წლების განმავლობაში იყენებდნენ ფუნდამენტალიზმს, იყენებდნენ სიძულვილის ენას და აგრესიისკენ მოწოდებას თავისი პილოტიკური მიზნებისთვის.

"სახელმწიფომ ვერ მიიღო ეფექტური ზომები იმისათვის, რომ დაეცვა უმცირესობების უფლებები. ის, რომ ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან, მათ შორის, ჟურნალისტებსაც, ეს არის სრული მზაობა საზოგადოების ნაწილისა ძალადობისკენ და თუ ამას არ გაემიჯნა ყველა პოლიტიკური ძალა და ყველა პოლიტიკურმა ძალამ თუ არ დააფიქსირა, რომ დაუშვებელია ადამიანის წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის გამოყენება და თავისუფლების შეზღუდვა, მაშინ საზოგადოება მიიღებს მძიმე შედეგებს", - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54