უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 16:32

პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მონაწილე უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს 2012-2013 სასწავლო წელი, სერტიფიკატები გადაეცათ.

მადლობის სიგელები და მედლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ორ საუკეთესო უცხოელ პედაგოგს გადასცა. ღონისძიებაში მონაწილებას იღებდნენ როგორც ინგლისურენოვანი, ასევე, ჩინურენოვანი მოხალისეები. მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგლენლები.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოხალისე მასწავლებლები ჩამოდიან და საქართველოს საჯარო სკოლებში ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად, ინგლისურ და ჩინურ ენებს ასწავლიან.

 

ამჟამად, პროგრამაში 152 ინგლისური ენის უცხოელი მოხალისე მასწავლებელი და 10 ჩინური ენის ჩინელი მოხალისე მასწავლებელია ჩართული. ზაფხულის განმავლობაში, ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებლების მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში მივლინება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45