„ექსპოჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში, საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური საინვესტიციო პროექტია წარმოდგენილი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 16:26

„ექსპოჯორჯიაში“ მშენებლობისა და ინტერიერის რიგით მე-18 საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია, უმსხვილესი აზერბაიჯანული სამშენებლო კომპანია AS GroupInvestment ინვესტიცია საქართველოში - პროექტი „დირსი“. AS GroupInvestment საქართველოში მისი შვილობილი კომპანიის AS Georgia-ს სახით არის წარმოდგენილი.

თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი გააერთიანებს 22 საცხოვრებელ კორპუსს, სკოლებს, ბაღებს, გასართობ-სავაჭრო ზონას, სამედიცინო ცენტრსა და ატრაქციონების პარკს. „დირსი“ – 40 ჰექტარზე გაშენებული ქალაქია, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული.

საცხოვრებელი კომპლექსი ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდ. მტკვარს შორის მდებარეობს.

სპეციალურად, „ექსპოჯორჯიის“ მშენებლობისა და ინტერიერის რიგით მე-18 საერთაშორისო გამოფენისთვის კომპანიამ წარმოადგინა საცხოვრებელი კომპლექსის მაკეტი. მაკეტის ნახვა დამთვალიერებლებს 15-დან 18 მაისის ჩათვლით საგამოფენო ცენტრში მე-11 პავილიონში შეეძლებათ.

გამოფენა 15-დან 18 მაისამდე გასტანს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.56
  • 2.92
  • 3.26
  • 0.04
  • 0.42
  • 1.51