პროტესტის თუ აზრის გამოხატვის უფლება ორივე ჯგუფს თანაბრად ჰქონდა - თეა წულუკიანი

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 15:18

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენების შესახებ შეფასება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულიკიანმა. მისი თქმით, დღეს პროტესტის თუ აზრის გამოხატვის სურვილი და უფლება ორივე ჯგუფს თანაბრად ჰქონდა, ეს წერია კონსტიტუციაში და ყველა ცივილიზებული ქვეყნის კანონში.

მისი თქმით, პოლიციამ უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად, მაქსიმალური გააკეთა, რომ შეტაკება არ მომხდარიყო ორ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის. ეს იყო მთავარი მიზანი და ეს მიზანი მიღწეულია.

"მომავალში კი მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების დაპირისპირებული მხარეები უკეთ გაიგებენ იმას, რომ ერთ ჯგუფსაც და მეორე ჯგუფსაც აქვს არსებობს უფლება ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ერთიც და მეორე ჯგუფიც არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ყველანი ვართ ერთი და იმავე საზოგადოების წევრები, - განაცხადა თეა წულიკიანმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45