გლდანის დაწესებულებაში პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა

პარასკევი, 17 მაისი, 2013 - 14:51

გლდანის #18-ე სასჯელ-აღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში მოშიმშილე პატიმარმა მამუკა ბულუხიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც იგი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ მოინახულეს.

ბულუხიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია.

შიმშილობის შედეგად ორგანიზმში ელექტროლიტების, მინერალების, ვიტამინების და სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტების ბალანსის აღსადგენად და “კვების განახლების სინდრომის” თავიდან ასაცილებლად, პატიმარი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ კვებას მცირე ულუფებით, თანდათანობით განაახლებს.

მ.ბულუხიას მდგომარეობას სამედიცინო პერსონალი სპეციალური სახელმძღვანელო პრინციპების დაცვით უწევდა მონიტორინგს, რომელიც მოშიმშილეთა კლინიკური მართვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად არის შედგენილი.

მსჯავრდებული, ამნისტიასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნით შიმშილობდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55