კათალიკოს-პატრიარქი სექსუალური უმცირესობების მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციაზე გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვს

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 19:31

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი სექსუალური უმცირესობების მიერ დაგეგმილ  ხვალინდელ აქციაზე გაცემული ნებართვის გაუქმებას დედაქალაქის მერიას და ხელისუფლებას სთხოვს.

 

ილია მეორის სახელით გავრცელებული მიმართვა მედიას დღეს მეუფე იაკობმა გააცნო. 

"როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ა.წ. 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილია სექსუალური უმცირესობების და მათი მხარდამჭერების შეკრება, რომელიც მიზნად ისახავს არა ამ ადამიანების რეალური პრობლემების მოგვარებას, არამედ თემით სპეკულირებას, რადგან ფაქტია, ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული ტრადიციული აზროვნების მიუხედავად, მათ შეუზღუდავად შეუძლიათ წარმართონ თავისი პირადი ცხოვრება.

ფაქტია ისიც, რომ არის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რომელიც საერთოა ყველა დროსა და სივრცეში; მათ შორისაა ზნეობრივი კანონები.

ყველა რელიგია და მეცნიერული მიმართულებებიც (ფსიქოლოგია, მედიცინა) ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს (რა თქმა უნდა არ ვგულისხმობთ ახლად შექმნილ ფსევდო-მეცნიერულ შეხედულებებს).

ეკლესია ასეთ მიდრეკილებების მქონე ადამიანებს განიხილავს მეტად მძიმე ცოდვაში მყოფ პიროვნებებად, რომელთაც დახმარება და გამოსწორებისათვის სულიერი თანადგომა სჭირდებათ და არა წახალისება და, მითუმეტეს, მათი მდგომარეობის მოსახლეობისათვის თავსმოხვევა.

ეს იგივეა, რომ მოგწონდეს ნარკომანის ქმედება და თანაც ნარკომანიის საყოველთაო აფიშირებას ახდენდე.

ჩვენს ხალხს სულ სხვა სულისკვეთება აქვს და ამიტომაც გასაგებია მათი მძაფრი პროტესტი კონკრეტულად ამ და ზოგადად ასეთი შეკრებების მიმართ.

ჩვენი მოქალაქეები ამაში ხედავენ უმრავლესობის უფლებების დარღვევას, მათი ტრადიციების, სარწმუნოებისა და, ზოგადად, აზროვნების წესის შეურაცყოფას.

ვფიქრობთ, თბილისის მერიამ და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ეს და გააუქმოს ჰომოსექსუალებისათვის მიცემული ნებართვა დემონსტრაციისა;

მითუმეტეს, რომ დღეს მთელს ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული მოყვასისათვის თავგანწირული ვაჟკაცების გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

შევნიშნავ იმასაც, რომ საერთაშორისო კონვენციები ცალსახად იძლევიან იმის უფლებას, რომ, "საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უწესრიგობისა და დანაშაულის თავიდან აცილების, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვის მიზნით" შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება" - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

ჰომოფობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 17 მაისს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ, ლგბტ უფლებადამცველი ორგანიზაციის „იდენტობა“ აქციას გამართავს. ასევე, ფილარმონიასთან სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია გაიმართება.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45