ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო, ავღანეთშიც დაშვებულია ქართული დროშები

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 19:27

ჰელმანდის პროვინციაში, 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები ავღანეთშიც დაშვებულია.

საქართველოში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით, ნატო-ს ავღანური სარდლობის გადაწყვეტილებით, ქართული ბაზების გარდა დროშები დაეშვა „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ ბაზა „ლეზერნიკზე“, ტაქტიკური დაჯგუფება „ფენიქსის“ ბაზაზე, ფრანგულ ბაზა „ვეარჰაუსზე“, ISAF-ის გაერთიანებული მართვის ცენტრში, ISAF-ის შტაბბინასა და კოალიციური ძალების დანარჩენ ბაზებზე.

13 მაისს ჰელმანდის პროვინციაში დაღუპული IV ქვეითი ბრიგადის სამხედროები, სერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე და კაპრალი ვლადიმერ შანავა სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45