2013 წელს ამნისტირებულია აღრიცხვაზე აყვანილი 27653 პირობითი მსჯავრდებული

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 18:56

"ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ამნისტიის აღსულებისათვის განსაზღვრული 4 თვის ვადა 2013 წლის 12 მაისს ამოიწურა. ამნისტიის მიმდინარეობის შესახებ, საქართველოს  სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ინფორმაციას ეტაპობრივად განათავსებს.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 2013 წლის 12 იანვრიდან 12 მაისის ჩათვლით პერიოდში ამნისტირებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს აღრიცხვაზე მყოფი 27653 პირობით მსჯავრდებული. მათ შორის: პირობითი მსჯავრი მოეხსნა - 17252 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი გაუნახევრდა - 2720 პირობით მსჯავრდებულს, პირობითი მსჯავრი შეუმცირდა - 7681 პირობით მსჯავრდებულს.

ამნისტირებულ 27653 პირობით მსჯავრდებულს შორის 11571 - ნაკლებად მძიმე, 10289 - მძიმე და 5793 - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.

ამნისტირებულ 27653 პირობით მსჯავრდებულს შორის 25896 მამრობითი (არასრულწლოვანი - 317, სრულწლოვანი - 25043, ხანდაზმული - 536) და 1757 მდედრობითი (არასრულწლოვანი - 14, სრულწლოვანი - 1673, ხანდაზმული - 70) სქესის იყო.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45