საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ბოდიშს უხდის

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 18:13

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროვიზიის ნახევარფინალური ტურის ტრანსლირების პირდაპირი ეთერის გაუქმებას გეგმავდა, თუმცა გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ კონკურსზე ხმის მიცემა პირდაპირი ეთერის დროს ხდება. პირდაპირი ეთერის გაუქმების შემთხვევაში კი, ქართველ მაყურებელს საშუალება არ ექნებოდა, მონაწილეობა მიეღო ხმის მიცემის პროცედურაში.

ამასთან, ქართულ მხარეს გააჩნია საერთაშორისო ვალდებულება ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან, რის გამოც ტრანსლაციის გაუქმება ვერ მოხერხდა. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ბოდიშს უხდის მაყურებელს.

23:00 საათიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით დაგეგმილია ევროვიზიის ნახევარფინალური ტურის ტრანსლირება. ქართველი კონკურსანტები სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი კი სიმღერას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52