ირაკლი ალასანიას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა

ხუთშაბათი, 16 მაისი, 2013 - 18:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჩაკ ჰეიგელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ISAF-ის მისიაში ბაზა „შირგაზზე“ თავდასხმის შედეგად დაღუპული სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო და ქართველ ერს, ამერიკელი ხალხის სახელით, მიუსამძიმრა.

როგორც ჩაკ ჰეიგელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები აღფრთოვანებულია ქართველი სამხედროების სიმამაცითა და გამბედაობით. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი მოკავშირეებს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54